logo
ENG



არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

14 აპრ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 
mkpiqwasfphgjl1.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა